საქართველოში არის უსაფრთხო და თავისუფალი საარჩევნო გარემო - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 18:30 | 30.10.2020 ნანახია: 546
ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა
მხარეებმა შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის შესახებ ისაუბრეს და განიხილეს ის მიმართულებები და საკითხები, რომელთა იმპლიმენტაციამაც განაპირობა საქართველოში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია.
რობერტო მონტელამ შეხვედრისას ხაზი გაუსვა 2012 წლიდან საქართველოში დემოკრატიის პოზიტიურ განვითარებასა და განმტკიცებას. მისი თქმით, საქართველოს საარჩევნო სისტემა განვითარების თვალსაზრით წარმატებული მაგალითია.
სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას ისაუბრა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების მზაობაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში თავისუფალ საარჩევნო გარემოს.
"აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინა არჩევნებთან შედარებით მშვიდი და სტაბილური საარჩევნო გარემოა", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საარჩევნო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















