მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას - კახა კალაძე ზუგდიდის მოვლენებზე

საქართველო, თბილისი - 16:03 | 22.10.2020
ნანახია: 373

მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი გუშინ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს. კახა კალაძის განმარტებით, ახლა პოლიციელებისათვის საქმის ბოლომდე მისაყვანად საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა დიდი სტიმული იქნება.

"გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი კრიმინალი მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნევოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი- საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!", განმარტავს კახა კალაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე