სამგორში ლევან ხაბეიშვილის შტაბის მინები ჩაამსხვრიეს

საქართველო, თბილისი - 11:15 | 18.09.2020
ნანახია: 791

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ გვიან ღამით მისი შტაბი დააზიანეს. ამის შესახებ ის ფეისბუქის გვერდზე წერს და შესაბამის ფოტოსაც ავრცელებს.

"ამ ვიტრინებივით "დაიმსხვრევა" ქართული ოცნება 31 ოქტომბერს❗️
❗️სამგორის (აფრიკის) ოფისი დაგვირბიეს", - წერს ხაბეიშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე