ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო - ელენე ხოშტარია

საქართველო, თბილისი - 11:47 | 13.08.2020
ნანახია: 674

ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო, - წერს სოციალურ ქსელში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარია.

"ლელოს მხრიდან ვაკეში კანდიდატურის დაყენება ჩემთვის მოულოდნელობა იყო ნამდვილად, თუმცა ეს ვერანაირ ჩრდილს ვერ მიაყენებს ჩემს დამოკიდებულებას მათ მიმართ. მიმაჩნია, რომ ლელოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია საერთო კოალიციისთვის და მომავალი მრავალფეროვანი მმართველობისთვის!

არის პატარა და დიდი საკითხები. მთავარზე ვკონცენტრირდეთ და შევცვალოთ ეს მთავრობა უკეთესით, დაბალანსებული ძალაუფლებით", წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ "ლელომ" ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ლევან კობერიძის კანდიდატურა დააყენა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე