საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 12:06 | 05.07.2020
ნანახია: 857

6 ივლისს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და განათლების მინისტრებს.

უნგრელ კოლეგას დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლებს, რა დროსაც მინისტრები განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთდება მინისტრების ერთობლივი განცხადება.

ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც ესტუმრება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე