„მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის” მართვას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განახორციელებს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 26.09.2015
ნანახია: 2089

შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის” მართვას ამიერიდან სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი განახორციელებს.

მთავრობის №1904 განკარგულების მიხედვით, შპს „მარცვლეულის ლოგისტიკის კომპანიის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, პირდაპირი გადაცემის ფორმით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, არსებობის ვადით, გადაეცა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე