ხვალიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდება

საქართველო, თბილისი - 13:34 | 20.03.2020
ნანახია: 805

ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა, - ამის შესახებ მედიას პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მიღეუბლი იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და არის დაკოორდინირებული საქართველოს მთავრობასთან”, - თქვა ჩიქოვანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე