თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს თუ გაქვს განცდა, რომ შენი პოზიციაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება - ჩუგოშვილი
საქართველო, თბილისი - 16:16 | 10.12.2019 ნანახია: 980
მიუღებელია ის უკანონო გზები, რომელსაც ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოსახატავად. მაგრამ უფრო საშიშია ის ხელოვნური დაპირისპირება, რომელიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დგება ხოლმე პერიოდი განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება.
„გთხოვთ, რომ პოლიტიკურად სცადოთ პოლიტიკური პროცესების მოგვარება. პოლიტიკური გზა კი არის მხოლოდ და მხოლოდ დიალოგით, კომპრომისებით და დათმობით. დგება ხოლმე პერიოდი განსაკუთრებით მმართველი ძალებისთვის, როდესაც ის, რაც შედის პარტიის პრაგმატულ ინტერესში, აღარ შედის ქვეყნის ინტერესში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორ მოიქცევა ადამიანი მაშინ, როდესაც ეს მომენტი დგება. რაც პრაგმატულად აწყობს პარტიას, აღარ აწყობს ქვეყანას, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასეთ დროს განსაკუთრებით მმართველი პარტია. ახლა უკვე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ თანამდებობას ჩალის ფასიც არ აქვს თუ გაქვს განცდა, რომ შენი პოზიციაზე ყოფნა ქვეყნის ინტერესებს არ შეესაბამება, არ ემსახურება, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მე იმედი მინდა მქონდეს, რომ კიდევ არის რესურსი დარჩენილი, რათა დაპირისპირებების, ფიზიკური შეჯახებების ნაცვლად დიალოგით, შეთანხმებით და დათმობებით მოხდეს ქვეყნის დაწყნარება, დამშვიდება და ეს უპირველეს ყოვლისა „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















