„ევროპული საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს - ოთარ კახიძე

საქართველო, თბილისი - 16:04 | 25.11.2019
ნანახია: 828

პარლამენტის დეპუტატისა და „ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საპატრულო პოლიციამ პარტიის კუთვნილი მანქანა გაიტაცა,  მანქანაში მყოფი პარტიის წევრები კი დააკავა.

 მისივე თქმით, პარტიის ორი წევრი კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში არიან გადაყვანილები. დეპუტატი ამბობს, რომ იქვეა მანქანაც.

"ჩვენთვის უცნობია მიზეზი და მე მინდა, ვურჩიო ხელისუფლებას და პირველ რიგში პოლიციას, რომ კანონი დაიცვას და ნუ ემორჩილება ივანიშვილის მითითებებს,"- ამბობს კახიძე.

25 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტთან მასშტაბური აქცია და პიკეტია დაგეგმილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე