აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის რკინის გისოსებზე ბოქლომი დაადეს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 21.11.2019
ნანახია: 876

"ლეიბორისტული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციის რკინის გისოსებზე ბოქლომის შებმა რამდენიმე წუთიანი დაპირისპირების შემდეგ მაინც შეძლო.

სამოქალაქო ატივისტებს და ოპოზიციონერ ლიდერებს სამართალდამცველები ბოქლომის შებმის საშუალებას დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება, ხოლო ძირითადი აქცია 25 ნოემბერს ჩატარდება. აქციაზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც იმყოფებიან.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე