ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით - ელენე ხოშტარია
საქართველო, თბილისი - 16:39 | 08.11.2019 ნანახია: 1618
ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით, ძალადობის უფლება არავის არ აქვს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერასა და დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, კინოში წასვლა და ფილმის ჩვენების ჩაშლა, დარბევა, არ არის თანაბარი უფლება. მისივე თქმით, კინოში წასვლა არის უფლება, ხოლო დარბევა – ძალადობა.
„ჩვენი კონსტიტუციითა და კანონით ძალადობის უფლება არავის არ აქვს. შეიძლება რაღაცა ჯგუფებს არ მოსწონდეთ რაღაც ფილმი, წიგნი ან რაღაც ქმედება, ამისთვის მათ აქვთ გარანტირებული მშვიდობიანად აზრის გამოხტვა. რაც მოვისმინეთ, უკვე კანონდარღვევაა, რადგან იყო პირდაპირი მუქარა ძალადობაზე, მათ შორის პოლიციის მიმართ ძალადობაზე, ვინაიდან საუბარი იყო კორდონის გარღვევაზე, ფილმის ჩვენების ჩაშლაზე, რაც ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც უფლება. კერძოდ თალაკვაძემ თქვა, რომ ეს არის ორი უფლების დაახლოებაო. კინოში წასვლა და ამის დარბევა არ არის თანაბარი უფლება. კინოში წასვლა არის უფლება და დარბევა არის ძალადობა. ხელისუფლებამ გარდა იმისა, რომ ეს უნდა აღკვეთოს, მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს, რადგან ეს ახალისებას ძალადობას“,- განაცხადა ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ჯგუფები, რომლებიც კინოჩვენებას ეწინააღმდეგებიან, რუსეთთან არიან დაკავშირებული.
„ისინი საუბრობენ რუსეთის პროპაგანდის ენით, რომელიც ანგრევს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ეს არის ჯგუფი, რომელიც პრიმაკოვის ფონდიდან, პრაქტიკულად კრემლიდან იღებს ფულს და მის ინტერესშია, მსგავსი ძალადობა, ესკალაცია შემოიტანოს ქვეყანაში. არანაირი ცენზურა არ არის საჭირო, ამას არ შევეგუებით. ეს არის კამპანია, თავდასხმა ფილმზე, რომელიც არ მოსწონს საზოგადოების რაღაც ნაწილს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში დღეს უნდა გაიმართოს. ფილმი გარკვეულმა ჯგუფებმა უკვე გააპროტესტეს. ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ჩაშლას გეგმავს. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიც". გურამ ფალავანდიშვილის ამბობს, რომ ფილმის ჩვენება, ნებისმიერი ძალისხმევის ხარჯზე ჩაიშლება. მასშტაბური პროტესტისთვის ემზადება "ქართული მარშიც". საპატრიარქო ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა ამავდროულად ემიჯნება ძალადობას.
ფილმის პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს, 20:00 საათზე დაიწყება.
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლება იყენებს რეპრესიულ კანონებს და პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებებს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გასანადგურებლად, საერთაშორისო პარტნიორებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - Human Rights Watch
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















