"და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 30.10.2019
ნანახია: 1285

ქართულ-შვედური ფილმი - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება.

წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე