მომხსნიან თუ არა სამაჯურს, ხვალიდან ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილების შესრულებას ვაპირებ - ნიკა მელია
საქართველო, თბილისი - 14:23 | 10.10.2019 ნანახია: 1008
მომხსნიან თუ არა ხვალიდან სამაჯურს, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას. ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას განვახორციელებ ისევე, როგორც შეზღუდვის დაწესებამდე ვახორციელებდი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შუამდგომლობით სასამრთლოს მიმართა.
მისი თქმით, ხვალიდნ დაესწრება ნებისმიერ ღონისძიებას და შეხვდება თავისა მომრჩეველს, ასევე დაესწრება საპარლამენტო სხდომებს.
„ხვალინდელი დღიდან ვაპირებ, შევასრულო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება, რომლის შესრულებაც არა თუ შემიძლია, არამედ ვალდებულიც ვარ. ხვალიდან წავალ, დავესწრები ნებისმიერ ღონისძიებას, შევხვდები ამომრჩეველს, დავესწრები საპარლამენტო სხდომებს, საკომიტეტო მოსმენებს.
ნებისმიერი გადადგმული ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან ოპონენტის მიმართ რეპრესიული ღონისძიებების გატარების სახით იქნება კონტრპროდუქტიული პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილმა კარგად უნდა გაიაზროს, რომ იგი უახლოვდება ფინალს, რომელიც რამდენად მწვავე და მტკივნეული იქნება, ამას თავად ივანიშვილი განსაზღვრავს. პროკურატურას ნამდვილად არ შევატყობინებ, მე ხვალ ვარკეთილში წავალ მოსახლეობასთან შესახვედრად, თუ ჩავალ გორში რაიმე სახის პოლიტიკური საქმიანობის გასაწევად. პროკურატურა რას გააკეთებს, ივანიშვილის გადასაწყვეტია. არ ვაპირებ ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას იმდაგვარად, თითქოს მე მართლაც ბრალდებული ვარ და თითქოს რაიმე სახის მტკიცებულებები აქვთ, სამაჯური, რომელიც დამადეს, ის შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს, რომ მიტინგზე სიტყვით ვერ გამოვიდე, ჩამომართვეს პირადობის მოწმობა, უამრავი სხვა შეზღუდვა ჩაბარდება წარსულს ჩემის მხრიდან. აღარ ვაპირებ სახლში ჯდომას. ვაპირებ ისევ ბრძოლას, როგორც აქამდე ვიბრძოდი ამ მართლაც ჭირის წინააღმდეგ, რომელსაც განასახიერებს ივანიშვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკა
- „ოცნების“ დამსახურებაა, პატიმარი სააკაშვილი წინასაარჩევნო აგიტაციას რომ ეწევა, თავის პარტიას ციხიდან სრულფასოვნად მართავს და პირდაპირ ეთერში მთელ საქართველოს მოძღვრავს, „ოცნება“ ამით სარგებელს იღებს - ტატა ხვედელიანი
- ეუთო-ს რეზოლუციის მიღების შემდეგ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ბოდიშებს უხდიდნენ საქართველოს დელეგაციას, რა ვქნათ, პოლიტიკაა და ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილებაო - არჩილ გორდულაძე
- ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციამ ჯო უილსონს სათანადო პასუხი გასცა - მიხეილ ყაველაშვილი
- ქვეყნის შიგნით სიმართლეს ძალადობით უპირისპირდებიან, ქვეყნის გარეთ სამარცხვინო „ტანტრუმებით“ - ანა ბუჩუკური „ქართულ ოცნებაზე“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- ტრამპის ადმინისტრაცია ირანთან ახალი დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლისთვის საბრძოლველად ემზადება - Axios
- ვოლოდიმირ ზელენსკი და პეტერ მადიარი შეხვედრის ფორმატზე შეთანხმდნენ
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- Tegeta Fest - „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















