საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, ხალხო? - მიხეილ სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 14:01 | 30.09.2019 ნანახია: 885
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 29 სექტემბერს „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. სააკაშილმა ინტერვიუში თქვა, რომ თავად არის „მრწამსით ქრისტიანი“ ხოლო, გიგა ბოკერია ტრადიციებთან მებრძოლი ანტიქრისტიანია.
სააკაშილის ინტერვიუს დიდი კრიტიკა მოჰყვა, რის გამოც მან განმარტებისთვუს ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“მინდა, ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, ხალხო? რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა და მე მოვუწოდებ ყველას, რომ დიახ, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს წარსულში საუკეთესოს, რაც არის და ამავე დროს, თავის დროზე, ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე ინოვაციური პროგრამა ქართველებს და საქართველო გავხედოთ მსოფლიოს ნომერ პირველი ინოვატორი და ახლაც გვაქვს ასეთი გეგმები, რომლებიც საქართველოს ისევ გაიყვანს მოწინავე პოზიციებზე მსოფლიოში და ერთი მეორეს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ვართ ტრადიციულები და ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენს ქმედებებში. და მხოლოდ პროექტებს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა ამისი და ჩვენ გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ასევე ბოლომდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად სწორად ხვდება ყველაფერს. ყველა პოლიტიკოსს, კოლეგას მინდა, მოვუწოდო - იყავით უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან, მხოლოდ მოიგებთ”, - თქვა სააკაშილმა ვიდეომიმართვაში.
პოლიტიკა
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ არსებობს პარალელური სამყარო, რომელშიც სხვადასხვა თანამდებობას იკავებენ, დაე, დარჩნენ ამ პარალელურ სამყაროში - არჩილ გორდულაძე
- თავისუფლების მეგობრები დამწუხრებული არიან ანტიამერიკული "ქართული ოცნების" მხარდაჭერით ირანის ტერორისტული რეჟიმის მიმართ - ჯო უილსონი
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე!“ - „თეგეტა მოტორსის“ გარემოსდაცვითი კამპანია ბათუმში
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
სამართალი
- თელავში, ორსულ მეუღლეზე ძალდობის ბრალდებით 34 წლის კაცი დააკავეს
- მკვლელებს და მკვლელების ადვოკატებს ჩემი მოსმენა მოუწევთ, ქვას ქვაზე დავადუღებ - ეკა კუპატაძე
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
მსოფლიო
- თეირანი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს მართავს, თუმცა ამის აღიარების ეშინია - დონალდ ტრამპი
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















