არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას - ლიეტუვის პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 11:13 | 26.09.2019 ნანახია: 808
არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გააკეთა. მან დაგმო რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და განაცხადა, რომ ლიეტუვა განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
„სამწუხაროდ, კრიზისებით მოცულ მსოფლიოში, ევროპა გამონაკლისს აღარ წარმოადგენს. ძალის არალეგიტიმურად გამოყენება, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვა ევროპის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. გაერო-ს უშიშროების მუდმივმა წევრმა რუსეთმა, რომელიც გაათამამა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე მსოფლიოს არასათანადოდ მკაცრმა პასუხმა, კვლავ სცადა მისი ახლო სამეზობლო ქვეყნების დესტაბილიზაცია. რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის ანექსია მეხუთე წელია, გრძელდება. ლიეტუვა მკაცრად გმობს საერთაშორისო კანონმდებლობის ამ დარღვევას, რომელიც გრძელდება და მოუწოდებს აგრესორს, პატივი სცეს გაერო-ს ქარტიას, ჰელსინკის აქტს და უკრაინასთან ორმხრივ შეთანხმებას. ლიეტუვა განაგრძობს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ჩვენ არასდროს შევეგუებით ყირიმის უკანონო ანექსიასა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
- Michelin - საბურავების ფრანგული ბრენდი, რომელმაც საავტომობილო ინდუსტრია შეცვალა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















