ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 19.09.2019
ნანახია: 1413

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აპარატის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ის რამდენიმე დღის წინ, გიორგი ჭოლაძემ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა, ვიდრე პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარია დაინიშნებოდა. მანამდე ის 2013 წლიდან მთავარი პროკურატურის აპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე