ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა - წილოსანი

საქართველო, თბილისი - 17:12 | 27.06.2019
ნანახია: 1294

საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ნინო წილოსანი სასამართლოს მიერ ნიკა მელიასთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდებას სოციალური ქსელით ეხმიანება.

"ვიღებ ბოდიშებს ყველა იმ ადამიანისგან ვინც ამბობდა რომ ნიკა მელიას დაპტიმრებას დაუჭირა მხარი პარლამენტმა.

პარლამენტმა მხოლოდ მისცა უფლება პროკურატურას მიემართა სასამართლოსთვის და უკვე სასამართლოს ემსჯელა აღკვეთის ღონისძიებაზე. არაუშავს, ეს მხოლოდ არცოდნის ბრალია..", წერს ნინო წილოსანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე