მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! - ეს არის ჩვენი დევიზი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 09:36 | 19.02.2019 ნანახია: 814
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, პარიზში პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტში SciencesPo საჯარო ლექცია წაიკითხა - "საქართველო და ევროპა, შესაძლებლობები ცვალებად გარემოში“. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საჯარო ლექციის დაწყებამდე SciencesPo -მ სოციალური ქსელით გაავრცელა მისი ყოფილი სტუდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოსურათიანი ანკეტა. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტში 1969-1972 წლებში სწავლობდა, ხოლო 2006-2015 წლებში ამავე ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი იყო.
დებატებს მოდერაციას უწევდა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის დეკანი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი ენრიკო ლეტა.
საქართველოს პრეზიდენტმა საჯარო ლექციისას ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ რეგიონში სტაბილურობის კუნძულის სტატუსი შეინარჩუნა, მისი ხალხის არჩევანი ევროკავშირში და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, აღნიშნული არჩევანი მტკიცე და განუხრელია, ქართველმა ხალხმა კი, ეს არჩევანი დიდი ხანია გააკეთა.
"მეტი საქართველო ევროპაში და მეტი ევროპა საქართველოში! - ეს არის ჩვენი დევიზი. საქართველოს ღირებულებები ევროპის ძირძველი ღირებულებებია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. თუმცა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა კვლავ ოკუპაცია რჩება და ეს საკითხი კვლავ გადაუჭრელია.
"ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი აგრესიულ პოლიტიკურ კურსს არ ცვლის და ეს ჩვენი მთავარი გამოწვევაა. საქართველოს თანამედროვე რეალობა ერთდროულად არის ჩვენი უდიდესი წარმატება, რაც ევროპასთან დაახლოებაში გამოიხატება და რუსეთის მხრიდან ჩვენი შევიწროებით გამოწვეული პრობლემები.
ჩვენ ვაგრძელებთ ევროპასთან დაახლოებას და ხშირად გვეკითხებიან, რას ელით ევროპისგან, ამ მომენტში, როდესაც პოპულისტური პოლიტიკის, ბრექსიტის და დიდი გამოწვევების წინაშე დგას ევროპა, როგორ დაგეხმარებათ თქვენ - საქართველოს? გვეუბნებიან, რომ ამ მომენტში ევროპას ჩვენთვის არ სცალია. მაგრამ ჩვენ გვცალია ევროპისთვის და ჩვენ არ შევჩერდებით, სრული მონდომებით გავაგრძელებთ ევროპის კარებზე კაკუნს. მე თავად ვასწავლიდი ევროკავშირის ისტორიას და ვიცი რომ ყოველი დიდი გამოწვევა ევროპისთვის, პირიქით აძლიერებს და ამყარებს ევროკავშირს. შესაბამისად, ბრექსიტი მხოლოდ გამოწვევა არ არის, მე ვიცი რომ ევროპა განახლებული ძალით შეძლებს გააკეთოს მობილიზება და ისიც ვიცი, რომ როდესაც დიდი ხანი ვიღაც გიკაკუნებს კარებზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად უღებ მას კარს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ევროპასთან საზღვაო კავშირი აქვს, შავი ზღვა გვაახლოებს, თუმცა ჩვენთვის ევროპა მხოლოდ გეოგრაფია არ არის.
"ჩვენი ძირეული ღირებულებები ევროპული ღირებულებებია. ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა და ტოლერანტობა, რადგან სხვა გამოსავალი არ გვქონდა. ეს ჩვენი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი. შესაბამისად, ჩვენ ვართ ევროპელები და სხვა გზა, სხვა პერსპექტივა არ გვაქვს. ევროპა არის ჩვენი სახლი, ჩვენი იდენტობის ნაწილი, ჩვენი გადარჩენის წინაპირობა და ჩვენ ადრე თუ გვიან ევროკავშირის წევრები ვიქნებით“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტმა მის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია და ოცნებები განხორციელებადია.
"მე ვიცოდი, რომ საქართველო გახდებოდა დამოუკიდებელი და ვიცოდი, რომ უნდა მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, როცა ამის დრო დადგებოდა. ყველაფერი შესაძლებელია, ჩემი პირადი მაგალითი ამას ადასტურებს. მე დღეს ვარ საქართველოს პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოცნებასაც კი ვერ ვიფიქრებდი ადრე. თუმცა ის, რომ ყველაფერი შესაძლებელია მეხება არა მარტო მე, არამედ ჩემს ქვეყანასაც.
ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ისტორიის და პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, საქართველო შეძლებდა მოსულიყო აქამდე, გადარჩენილიყო, შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა და ჩვენ ჩვენი კულტურით, ისტორიით და იდენტობით არა მარტო უბრალოდ გადავრჩით, ჩვენ შევძელით რომ დავბრუნებოდით ჩვენს ისტორიულ და კულტურულ სამშობლოს - ევროპას, რომლის ნაწილიც ვართ და ყოველთვის ვიყავით“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, საუკუნეების წინ, ქართველი დიპლომატები მოდიოდნენ ევროპაში, რათა ეთხოვათ დახმარება. ჩვენს მძიმე ისტორიას მოჰყვა საბჭოთა პერიოდი და 80 წლის განმავლობაში ევროპულ ოჯახში დაბრუნების იმედიც კი დაიკარგა.
"ამ დროს იყო მხოლოდ ოცნება, ყოველი ქართველი ოცნებობდა მოხვედრილიყო პარიზში, მაგრამ ეს იყო ოცნება, რომელიც გვეგონა ყოველთვის ოცნებად დარჩებოდა. დღეს კი, ვიზალიბერალიზაციის პირობებში ქართველები ევროპაში თავისუფლად ჩამოდიან“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს SciencesPo -ს პრეზიდენტმა ფრედერიკ მიონიმ უმასპინძლა, რომელმაც გახსნა საჯარო ლექცია და სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















