ისრაელის პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი ვარშავის აეროპორტში დაზიანდა

საქართველო, თბილისი - 12:07 | 15.02.2019
ნანახია: 796

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ ვარშავიდან სამშობლოში ვერ დაბრუნდა აეროპორტში თავისი თვითმფრინავის დაზიანების გამო.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის თვითმფრინავის წინა შასს საბუქსირე მანქანა დაეჯახა.

ნეთანიაჰუს კორტეჟი მომხდარის გამო სასტუმროში დაბრუნდა.

ისრაელის პრემიერ მინისტრი პოლონეთის დედაქალაქში აშშ-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში უასფრთხოების საკითხებს ეხებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე