გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს - ემზარ კვიციანი

საქართველო, თბილისი - 16:08 | 07.02.2019
ნანახია: 990

თქვენ თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები. ანუ ეს ნიშნავს, რომ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს  - ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს. 
„განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში ძალიან. თქვენ თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება" -აღნიშნა დეპუტატმა. 

მისი თქმით, არავინ საუბრობს ქართული გენოფონდის განადგურების საფრთხის შესახებ.

"ისევ მივადექით ყველაზე დიდი პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კარგი კითხვა დაისვა აქ, მაგრამ კაციშვილმა არ თქვა იმ მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. განადგურებისკენ მივდივართ.

ანუ, სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები, ამასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი კითხვა, ფიქრობთ თუ არა, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისთვის და ასევე მისცემს მიმართულებას გამრავლებისას”, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე