ნატო ალიანსში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს - იენს სტოლტენბერგი

საქართველო, თბილისი - 16:00 | 06.02.2019
ნანახია: 804

ნატო-ში მაკედონიის გაწევრიანება ნიშნავს, რომ ალიანსის კარი ღიაა და ის ამ გზაზე საქართველოს მხადაჭერას განაგრძობს. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მაკედონიასთან პროტოკოლის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მაკედონიამ და ალიანსის წვერმა 29 ქვეყანამ ხელი მოაწერეს პროტოკოლს ნატო-ში მაკედონიის გაწევრიანების შესახებ.

ჟურნალისტებმა სტოლტენბერგს ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს მოვლენა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპეტივის თვალსაზრისით.

 „ეს ნიშნავს, რომ ნატო-ს კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ალიანსის სტანდარტებს პასუხობენ, რომლებიც მხარს უჭერენ ნატოს ფასეულობებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიფინგზე.

მისი თქმით, ალიანსი „ძალიან აღფრთოვანებულია იმით, რასაც საქართველოში ხედავს, კერძოდ, რეფორმებისადმი ერთგულებას და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას“. მისივე თქმით, ის მიესალმება ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გასული წლის ივლისში სამიტზე მკაფიოდ გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოს წევრობის პერსპექტივის მხარდაჭერის შესახებ.

 „ჩვენ გავზარდეთ თანამშრომლობა საქართველოსთან, ამგვარად, გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ნატო-ში გაწევრანების გზაზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე