ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს ივანიშვილს - ალეკო ელისაშვილი
საქართველო, თბილისი - 17:00 | 30.01.2019 ნანახია: 970
ბესელია ხიდებს არ წვავს და პირდაპირ არ უნდა, შეასკდეს ივანიშვილს, თორემ ბესელიამაც ძაან კარგად იცის, რომ არც არის გამორიცხული, რომ ამ ხელისუფლების ჩაწერილი იყოს, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პოლიტიკოსმა ალექსანდრე ელისაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი კადრების მფლობელი არის უშიშროება, რომელიც ექვემდებარება ხელისუფლებას.
„წინა ხელისუფლების დროს ექვემდებარებოდა "ნაციონალებს", ახლა ექვემდებარება სუს-ი ქართულ ოცნებას. არავის სხვას მსგავსი არქივი არ აქვს. არავის სხვას მსგავს არქივზე ხელი არ მიუწვდება. შესაბამისად, მაშინაც მოიტყუა ხელისუფლებამ, ღარიბაშვილმა რაღაც უნიჭო სპექტაკლი რომ დადგა, რომ ვითომ რაღაც შრედერის აპარატში გაანადგურა... რა თქმა უნდა, მათთვის საყურადღებო მასალები დაიტოვეს, როგორც ჩანს, და ახლებიც დაამატეს ამ 7 წლის განმავლობაში. ახლა ხედავენ, რომ მოდით, ვთქვათ და პირდაპირ ვიტყვი, რომ დიდი ოხერი და შებერტყილია ბესელია. ძალიან მოხერხებული პოლიტიკოსია. ახლა რამდენად მისაღები პოლიტიკოსია ეგ სხვა ამბავია ჩემთვის, მაგრამ 10 თავით უფრო ჭკვიანია, 10 თავით მაღლა დგას, თბილისურად ვიტყვი, მარიფეებზე, კობახიძეებზე და მდინარაძეებზე და დანარჩენ სხვებზე. ჯერ ერთი, რამდენი ხანი ვიცოდით, რომ ბესელიას გაგდება უნდოდათ ოცნებიდან. ბესელია გაიტრუნა, გაიტრუნა და, მოსამართლეების თემა როგორც კი შევიდა პარლამენტში, აი, ეს თემა აიფარა და მოდი და თქვი ახლა, რომ რახან ბესელია გულზე არ მეხატება, ამიტომ ის მოსამართლეები უზენაესის მოსამართლეები უნდა გახდნენ? არა, ხო? ამიტომ, ბესელიამ მშვენიერი აბჯარი იშოვა, ძალიან მოხერხებულია და შემდეგ, აი, ახლა ეს კადრები, რომლებიც მის წინააღმდეგ გავრცელდა. თანადგომისთვისაც კი განმაწყო ბესელიასადმი, ისეთებს შვრება ეს ხელისუფლება უკვე“, - განაცხადა ელისაშვილმა.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















