მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 15:54 | 29.01.2019
ნანახია: 1410

პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით მანიპულირება, საქართველოში აუცილებლად უნდა დასრულდეს - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სავარაუდო გავრცელებას.

"მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ გუშინ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია.
საფრთხე, რომელიც ინტერნეტსივრციდან, კერძოდ არაიდენტიფიცირებადი გვერდებიდან ვრცელდება, საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზიანებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია აღნიშნულ პრობლემებზე, საზოგადოების ფართო ჩართულობით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ღია დისკუსია", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე