ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში უფრო ძლიერდება - თამარ ჩუგოშვილი
საქართველო, თბილისი - 13:29 | 29.01.2019 ნანახია: 808
„ძალიან პოზიტიური გამოხმაურება, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ კონგრესში გამართული შეხვედრების შედმეგ გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარ საკანონმდებლო ორგანოში -კონგრესში უფრო გაძლიერდება",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის პირველ დღეს ახლადარჩეულ კონგრესმენებს: მაიქელ გესტს, რას ფიჩერს და სილვია გარსიას შეხვდა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამერიკის კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა მკაფიოდ დაფიქსირდა.
„პირველ რიგში, ჩვენ გვქონდა შეხვედრები კონგრესში ჩვენს კოლეგებთან, ახლადარჩეულ კონგრესის წევრებთან, რომლებსაც ამ ეტაპამდე მცირე ინფორმაცია ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის შესახებ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ მათი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ იყოს ძლიერი, ისევე როგორც კონგრესის ბევრი სხვა წევრის. ეს მხარდაჭერა არის ორპარტიული - მხარს გვიჭერენ, როგორც რესპუბლიკელები, ასევე დემოკრატები და შესაბამისად, ახლადარჩეული კონგრესმენების, კონგრესის წევრი ქალების მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება.
სწორედ ეს შეხვედრები გვეხმარება, რომ ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში დარჩეს ისეთი ძლიერი როგორიც ტრადიციულად ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო.
დღეს ჩატარებული შეხვედრები ძალიან პოზიტიურად შემიძლია შევაფასო და შემიძლია ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვისაც ველაპარაკე ნამდვილად შეგვიძლია მოვიაზროთ როგორც ჩვენი ქვეყნის მეგობრები",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
ვიზიტის პირველ დღეს, საპარლამენტო დელეგაციის წევრები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილეს ბროკ ბირმანს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტს დენიელ ტვინინგს და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) პრეზიდენტს, კარლ გერშმანს შეხვდნენ.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო გაღრმავდეს საქართველოსთან თანამშრომლობა და ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერა.
„გვქონდა შევედრა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან, რომლებიც წლებია მილიონობით ამერიკულ დოლარს ხარჯავენ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და შესაბამისად, მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, გაჟღერდა სურვილი და ამოცანა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობა და საქართველოს მხარდაჭერა. ასევე, გვქონდა შეხვედრა იმ ორგანიზაციების წარმომადგენელებთან, რომლებიც წლებია საქართველოში მუშაობენ. ეს არის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ორგანიზაცია „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის". ეს ორივე ორგანიზაცია არასამთვარობო ორგანიზაციაა, ისინი სახელმწიფო უწყებებს არ განეკუთვნებიან, თუმცა აქტიურად მუშაობენ ჩვენს ქვეყანასთან და ბუნებრივია, რომ ძალიან კარად იცოდნენ რა მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და როგორ მივდივართ წინ",-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
პოლიტიკა
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
- საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს უგზავნის
- ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ, ცხადია, პოლიტიკურად და პროფესიულად, ვაპირებ პროცესში ჩართვას, ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად - ნიკა გვარამია
- დიპლომატთა მისიაა, კედლების ნაცვლად ხიდები აშენონ, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს ორივე შეძლებია, უბრალოდ, კედელს ქართველ ხალხს უშენებენ, ხიდს - ტერორისტებსა - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
- უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ენერგოობიექტებზე მასშტაბური იერიში მიიტანეს
- სი ძინპინი დაგვეხმარება და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ უკრაინის საკითხზე - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















