გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე - კალაძე ფარული ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაზე

საქართველო, თბილისი - 13:09 | 29.01.2019
ნანახია: 729

გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება, ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით და ალბათ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს, - ამის შესახებ დედაქალქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.

„ზოგადად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება, ჩანაწერებით შანტაჟი და ა. შ. ვფიქრობ, აქ ყველა გავერთიანდით და ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბარეთ. რა თქმა უნდა, გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება, ვიღაც კონკრეტული ადამიანები რაღაცას აკეთებდნენ ამ მიმართულებით და ალბათ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.  თუ ასეთი ფაქტი იყო და მართლა იყო ნაჩვენები ეს ჩანაწერი, ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა საუბარი იყოს მმართველი გუნდის წევრებზე, კალაძე ამას გამორიცხავს. „არა, მე ამას გამოვრიცხავ“, – განუცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე