გამოცდების გაუქმებით, ივანიშვილი ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:11 | 29.01.2019
ნანახია: 1597

გამოცდების გაუქმებით, ივანიშვილი ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით, - წერს „ფეისბუკში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.. 

მისი თქმით, გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა. 

“გამოცდების გაუქმება კანაფის ლეგალიზაციაზე კიდევ უფრო დიდი მასშტაბის კატასტროფაა. ივანიშვილმა გააუქმა ამერიკელი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლის პროგრამა, დახურა ამერიკული ტექნოლოგიური და შავი ზღვის უნივერსიტეტები, ქვეყნიდან გააქცია ბენდუქიძე და დააზიანა მისი უნივერსიტეტი და ახლა ყველა ბავშვის მომავალს შეეხო, ამ უკიდურესად მავნებლური გადაწყვეტილებით”, - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 28 იანვარს გახდა ცნობილი, რომ  მე-11 კლასელებს საატესტატო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევთ, მაგრამ დარჩენილ გამოსაშვებ გამოცდებს მე-12 კლასელები წელს მაინც ჩააბარებენ. ასევე, 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე