ზაზა ოქუაშვილს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის სტატუსი შეუწყვიტეს

საქართველო, თბილისი - 12:50 | 24.01.2019
ნანახია: 1045

ზაზა ოქუაშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში "პატრიოტთა ალიანსის" სიით იყო წარმოდგენილი, უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გადაწყვეტილება 10 ხმით იქნა მიღებული.

ზაზა ოქუაშვილმა აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატის მანდატის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნის განცხადებით 20 დეკემბერს მიმართა.

ოქუაშვილს  პატრიოტთა ალიანსიდან სიის მომდევნო წევრი მერაბ ბლადაძე ჩაანაცვლებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე