არსაიდან წასვლას არ ვაპირებ - გედევან ფოფხაძე

საქართველო, თბილისი - 12:19 | 24.01.2019
ნანახია: 715

არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასაცავად, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, გუნდის, ხალხისა და ქვეყნის ერთგული იქნება იმით, რომ სწორ პოზიციას დაიცავს.

„ჩემი გუნდი არის ადამიანთა ერთობა, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით. ამ ხალხისთვის ნამდვილად არ მიღალატია. მგონი, ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის მხარდაჭერით გავხდები ამ ადამიანების მოღალატე. ვფიქრობ, ჩემი გუნდის, ხალხის და ქვეყნის ერთგული ვიქნები იმით, რომ პრინციპულად დავიცავ პოზიციას, რომელიც სწორია. არსაიდან წასვლას არ ვაპირებ. მაქვს ჩემი პოზიცია, მოვედი ამ პოზიციის დასაცავად“, – განაცხადა დეპუტატმა.

„ჩვენ, ვისაც მიგვაჩნია, რომ სასამართლოში ღირსეული ადამიანების დამკვიდრებით ყველაზე დიდ სიკეთეს ვუკეთებთ ჩვენს ქვეყანას, არსაიდან არ გვაქვს გასაქცევი“, – განუცხადა დეპუტატმა.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე