ევროპის სახალხო პარტიას მინდა ვთხოვო, მიაქციოს ყურადღება, როგორ მოექცა მისი პარტნიორი პარტია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში - ჩუგოშვილი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 22.01.2019 ნანახია: 960
„საარჩევნო კამპანია სავსე იყო სიძულვილით, პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით“, - ამის შესახებ თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საპარლამენტო დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში იღებს მონაწილეობას.
ასამბლეაში საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სიტყვით გამოსვლისას, ასამბლეის წევრებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისა და გაცემული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა.
თამარ ჩუგოშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმოდგენილ რეკომენდაციებს ქართული მხარე ყურადღებით ეცნობა და ითვალისწინებს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და საარჩევნო კამპანიის შესახებ ისაუბრა.
„ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც ქვეყანამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია, რადგან საქართველო ასრულებს გარდაქმნას სრულად საპარლამენტო დემოკრატიად ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, რომლებიც, როგორც ვენეციის კომისიამ განცხადა, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო მმართველობის სისტემად და წარმოადგენს ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს დემოკრატიის პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე დაყრდნობით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ჩატარებული არჩევნები იყო გამორჩეული, რადგან საქართველომ პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია, რაც უპრეცედენტოა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, მთელს რეგიონში.
„პირველი ქალი პრეზიდენტი არჩეულ იქნა უკიდურესად კონკურენტუნარიან პოლიტიკურ რბოლაში, პირველად, ჩემი ქვეყნის ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა 60 %-იანი მხარდაჭერით”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ყურადღება დამკვირვებელთა მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე გაამახვილა.
თამარ ჩუგოშვილის თქმით, ანგარიშის თანახმად, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და პროფესიონალურად ადმინისტრირებული.
„კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება კამპანია თავისუფლად ჩაეტარებინათ და ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანი შეზღუდვების გარეშე გაეკეთებინათ, კამპანია იყო ცოცხალი და დინამიური. საარჩევნო კომისიის საქმიანობა იყო გამჭვირვალე, მედია გარემო იყო მრავალფეროვანი და მოქალაქეებს ჰქონდათ წვდომა სხვადასხვა თვალსაზრისზე”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისივე თქმით, არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, იყო სამწუხარო დინამიკაც.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საარჩევნო კამპანია სავსე იყო პრეზიდენტობის ქალი კანდიდატის მიმართ სიძულვილით და შეურაცხყოფის ყველაზე ცუდი ფორმები ქალი კანდიდატის მიმართ ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორმა პარტიამ გამოიყენა.
„არჩევნების დადებითი შედეგების მიუხედავად, პროცესში ვისწავლეთ გაკვეთილებიც და გარკვეულ სამწუხარო დინამიკასაც დავაკვირდით. სამწუხაროდ, ეს კამპანია იყო სიძულვილით იყო სავსე. ის სავსე იყო ქალი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფითა და შევიწროებით. ამ კვირას, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო კამპანია შევიწროების წინააღმდეგ. ჩვენ ვუყურეთ ვიდეოს, თუ რა ტანჯვას გადიან ქალები პოლიტიკაში. შევიწროების ყველაზე ცუდი ფორმები იქნა გამოყენებული ოპოზიციის მხრიდან, რომელიც არის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პარტნიორი პარტია მინდა, ვთხოვო ჩემს კოლეგებს EPP-დან - გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტია ქალ კანდიდატს, როგორ მოექცა თქვენი პარტნიორი პარტიის კუთვნილი მედია პრეზიდენტობის ქალ კანდიდატს საქართველოში. სიძულვილის ენის, შევიწროებისა და შეურაცხყოფის დონე იყო წარმოუდგენელი”, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა.
თამარ ჩუგოშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპის სახალხო პარტიის წევრებს, დაგმონ საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით აღსავსე კამპანია.
„მჯერა, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი შეძლებს ამ ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში. მაგრამ, ვთხოვ წევრებს, განსაკუთრებით, სახალხო პარტიის წევრებს, რომ დაგმონ ეს წარმოუდგენელი შევიწროება და შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის მიმართ თქვენი პარტნიორი პარტიის წევრების მხრიდან”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ სიძულვილსა და შეურაცხყოფას სათანადო პასუხი გასცეს საქართველოს მოქალაქეებმა.
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ამომრჩეველთა ხმების 60 % იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმოებული სიძულვილით სავსე კამპანიის წინააღმდეგ.
პოლიტიკა
- საბოტაჟის საქმე საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის დანაშაულზე დადგეს შესაბამისი სასჯელი - კობახიძე
- ნულს პლუს ნული, უდრის ნულს, ეს არის მარტივი მათემატიკური ფორმულა, როგორც არ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია, მაინც დარჩება იმად, რაც არის დღეს - ირაკლი კობახიძე
- რუსეთის იმპერიული ამბიციები მხოლოდ უკრაინით არ მთავრდება და ევროპისკენ არის მიმართული - ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი
- ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მთავრობამ პატივი სცეს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ახლა არ ხდება - ბაიბა ბრაჟე
საზოგადოება
- მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს, არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“, ხელოვანები იყვნენ და არიან ხელისუფლებაში მყოფებისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები და ასე იქნება ყოველთვის - ანდრო ჭიჭინაძე
- „თეგეტა მოტორსი“ 15 წლის ქართველი მრბოლელის, მათე კობახიძის 2026 წლის სარბოლო სეზონის მხარდამჭერია
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
სამართალი
- ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი გია ონიანი, ასევე, არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურების ხელმძღვანელები დააკავეს
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
მსოფლიო
- უზენაესმა სასამართლომ უნებლიეთ მიბოძა, იმაზე მეტი უფლებამოსილება, ვიდრე მათ სასაცილო, სულელურ და საერთაშორისო დონეზე განხეთქილების მომტან გადაწყვეტილებამდე მქონდა - დონალდ ტრამპი
- ნატო-მ ბელარუსში განთავსებული „ორეშნიკის“ რაკეტები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ უნდა განიხილოს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 400 კვადრატულ კილომეტრსა და რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინა - ოლექსანდრ სირსკი
- უკრაინა არ დათანხმდება ტერიტორიულ დათმობებს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, პუტინს ომის დასრულება არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Zeekr 9X უკვე საქართველოშია - Zeekr Center Tegeta-მ ახალი პრემიუმ SUV წარადგინა
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















