ჩინეთში iPhone 6s ასლი შექმნეს, რომლის ღირებულებაც 91 დოლარია

საქართველო, თბილისი - 10:47 | 25.09.2015
ნანახია: 2080

ჩინეთში გაყიდვაში ჩაუშვეს სმარტფონი, რომელიც iPhone 6s-ის იდენტურია. მისი ღირებულება კი 91 დოლარია.

iPhone 6s-ის მსგავსად, „ჩინურ აიფონსაც“ 4,7-დიუმიანი ეკრანი გააჩია. დიზაინიც მთლიანად iPhone 6s-ის ასლია.

განსხვავება ისაა, რომ ტელეფონი ОС Android-ის საოპერაციო სისტემაზე მუშაობს, თუმცა მასში iOS-ის ლაუნჩერიცაა ცამონტაჟებული.

მისი ღირებულება ჩინურ ბაზარზე 580 იუანია, რაც დაახლოებით 91 დოლარია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე