ნუ ეკვეხები-მეთქი, რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში - დავით ჭიჭინაძე ანრი ოხანაშვილს
საქართველო, თბილისი - 16:13 | 27.12.2018 ნანახია: 1154
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ დავით ჭიჭინაძესა და უმრავლესობის წევრ ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას ელოდებოდა.
„ვფიქრობ, მოსახლეობა ალბათ ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა თქვენს გადადგომას. პირდაპირ ვიტყვი, რომ მეგონა, თქვენზე ადრე პარლამენტის თავმჯდომარე გადადგებოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ამის შემდეგ დავით ჭიჭინაძეს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა საუბარი შეაწყვეტინა.
„წესიერად ილაპარაკე შეურაცხყოფების გარეშე“, – მიმართა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძეს.
თავის მხრივ კი, ჭიჭინაძემ ონახაშვილს მიმართა.
„არავის გაწყვეტინებდით, ნუ ეზმანებით სხვადასხვა თანამდებობას, დამიჯერეთ. ნუ ეკვეხები-მეთქი. რისი უფლება გვაქვს, განახებთ ცოტა ხანში. მოსახლეობა გაგცემთ საკადრის პასუხს, მაგ სიამოვნებას როგორ მოგაკლებთ“, – მიმართა ჭიჭინაძემ.
ჭიჭინაძის განცხადებით, ეკა ბესელიას გადადგომით „ქართულმა ოცნებამ“ გაწყვიტა ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან და იმ იმედებთან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა.
„მინდა ვთქვა ერთი რამ, ყველაფერს უნდა დაერქვას ის სახელი, რაც ჰქვია ზუსტად თქვენს საქციელს. „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საზოგადოებასთან დაშორების კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, გაწყვიტა ხიდი, რომელიც მას აკავშირებდა 2012 წელთან და იმ იმედებთან, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თქვენი გადადგომით „ქართულმა ოცნებამ“ დღეს საკუთარ მოსახლეობას კიდევ ერთხელ უთხრა უარი იმ დაპირებების შესრულებაზე, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში იძლეოდა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















