ყველა ტრიბუნიდან მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ათი წლის წინ მოაწერა ხელი - ბახტაძე
საქართველო, თბილისი - 12:14 | 20.12.2018 ნანახია: 921
ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას, ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ რუსეთის მიერაა ოკუპირებული და ის არ არ ასრულებს თავის ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა მიღწეული და არ გაჰყავს თავის საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან.
„ვადევნებთ თვალს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მავთულხლართების აგებას. ეს არის ძალიან მძიმე და მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებთ, რათა მსოფლიო საზოგადოებას მივაწვდინოთ ჩვენი გზავნილი და ჩვენი ხმა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო საზოგადოების კონსოლიდირება მოვახდინოთ, რომ ეს ყველაზე მტკივნეული გამოწვევა იქნა სწორედ ერთობლივი ძალებით დაძლეული. მე ამისთვის ვიყენებ ყველა ტრიბუნას ჩემს კოლეგებთან ერთად და გაერო-ს ტრიბუნიდანაც პირდაპირ იყო მოწოდება ჩვენი მხრიდან, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელსაც ჯერ კიდევ ათი წლის წინ მოაწერა ხელი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ინიციატივა, რომელსაც ჰქვია ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, რომელიც სრულად არის მხარდაჭერილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიერ“, – დასძინა პრემიერმა.
პოლიტიკა
- ბრიუსელის მხრიდან ქართველ ხალხთან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარება და პატივისცემაა - შალვა პაპუაშვილი
- მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით
- „ოცნება“ კიდევ უფრო აღრმავებს საკუთარ იზოლაციას და საერთაშორისო ასპარეზზე შესაძლოა მალე „კეთროვანიც“ კი გახდეს, მათ შორის რუსეთისთვისაც, არავის სჭირდება ყველასგან მოძულებული რეჟიმი - დიმიტრი ცქიტიშვილი
- თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსად გოგა მემანიშვილი დაინიშნა
მსოფლიო
- პუტინი, შესაძლოა, ომის დასრულებამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას თავს დაესხას, ის ჩიხშია - ვოლოდიმირ ზელენსკი
- აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელმაც, შესაძლოა, „შათდაუნი“ დაასრულოს
- საფრანგეთში ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს განზრახ დაეჯახა - დაშავდა 9 ადამიანი
- შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს - ნიკოლ ფაშინიანი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ Customer Centricity World Series 2025-ის ევროპის რეგიონული გამარჯვებული გახდა
- E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი
- ცირკულარული ეკონომიკა და მწვანე ინიციატივები - "თეგეტა გრინ პლანეტი" ლისაბონში საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგა
- „თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















