საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან
საქართველო, თბილისი - 10:22 | 19.12.2018 ნანახია: 933
საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად მუშაობის შესახებ კანონი დაამტკიცა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ელჩების კონფერენცია 2018“-ის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა. გუშინ კი საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტებს, მათ შორის მათ, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა საფრანგეთში ლეგალური დასაქმების მიმართულებით.
„რა არის ამ კანონის ნიუანსები, როდის ამოქმედდება, ყველაფერს მოგვიანებით მოგახსენებთ, ამაზე შესაბამისი კომენტარები გაკეთდება. ამ მიმართულებით ჩვენ სხვა ქვეყნებთანაც ვმუშაობთ – პოლონეთთან და ისრაელთან. გარდა იმისა, რომ ამ საკითხზე ორმხრივად ვმუშაობთ, სხვა საერთაშორისო წამყვანი ორგანიზაციები, როგორიცაა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ამ ორგანიზაციის ფარგლებში კონკრეტულ პროექტებიც გვაქვს. მათ შორის გასულ წელს პოლონეთთან იყო მსგავსი სახის პროექტი. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას. რადგან ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა“,- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















