სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 13:33 | 18.12.2018
ნანახია: 738

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ტოვებს. 

როგორც სამადაშვილმა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მას მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ ეძლევა.

„მწვავე საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა არ გვეძლევა. ამიტომ, ვტოვებ კომიტეტს და მივმართავ ბიუროს. იმედია, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში მექნება საუბრის შესაძლებლობა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც კომიტეტის დღევანდელი სხდომა დატოვა.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ხმაური იყო. სხდომაზე ერთმანეთს კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე