იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება - აკაკი ზოიძე

საქართველო, თბილისი - 12:56 | 18.12.2018
ნანახია: 747

ხელოვანი თავისუფალია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხელოვნებასაც გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით განუცხადა.

„პოლიტიკოსზე საუბარიც არ არის, ეს მიუღებელია”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე