პაატა ბურჭულაძემ ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს, გულისამრევია - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:54 | 18.12.2018
ნანახია: 1228

ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს, გულისამრევია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი პაატა ბურჭულაძის მონაწილეობით სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ კონცერტთან დაკავშირებით Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, დროა, ბურჭულაძე პოლიტიკას შეეშვას.

"ამ კაცს რა უნდა, ეგება გაარკვიოს, დროა პოლიტიკას შეეშვას, ვისაც უნდა იმას უმღეროს და "პაკლონზეც" იმასთან იაროს. გულისამრევია. წერტილი", - წერს სამადაშვილი.

ცნობისთვის, პაატა ბურჭულაძემ რუსეთში იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე