რაც გუშინ ხდებოდა სისხლის სამართლის დანაშაულია იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას - ბესელია
საქართველო, თბილისი - 16:38 | 17.12.2018 ნანახია: 1062
ეს ფაქტი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მან "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირად იქცევა ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნისას, ხელწერა არ ეცვლებათ.
„თქვენივე კოლეგების მიმართ გამოხატული ძალადობის ფაქტებზე არც მე მომისმენია არც ერთი განცხადება, რომლითაც დაგმეთ პარლამენტის წევრების, თამარ ხულორდავასა და სოფო ქაცარავას მიმართ თავდასხმა, რომელიც არ იყო შემთხვევითი. როგორც ჩანს, არის ეჭვი, რომ ამას წინ უძღოდა ერთ-ერთი ჩვენი კოლეგის, პარლამენტის წევრის მითითება, რომ ეს იყო სწორედ პარლამენტის მანქანა, რომლის მიმართაც შეიძლებოდა ამ აგრესიის გამოხატვა. თამარ ხულორდავა გამოეხმაურა ამ ფაქტს და მეც ვითხოვ მის გამოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპულია, პარლამენტის პრესტიჟზე რომ საუბარობთ, მოხდეს ამ ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება.
თქვენ რომ ეს მოგწონთ, რაც გუშინ ნახეთ და აქეთ რომ იშვერთ ხელს, ეს მე არ მიკვირს. ეს ის ხელწერაა, რაც ბევრჯერ გვინახავს. ეს ფაქტი აშკარად სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გუშინ ხდებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ზოგი პოლიციელს ახტებოდა თავზე, ზოგი მანქანას ახტებოდა, ძალადობდა, ხელს სწევდა და ეს ყველაფერი ითარგმნება სისხლის სამართლის კოდექსით, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ნამდვილად ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ გიორგი გახარიას არც ერთ მის კომენტარში არ უთქვამს, რომ ოპოზიცია დაისჯებოდა მხოლოდ, მან თქვა – სტატუსის მიუხედავად ყველა.
სტატუსის მქონე ადამიანი ყველაზე მკაცრად ისჯება, ასე წერია კოდექსში, რადგან რაც უფრო მაღალია პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსი, მაღალია და იზრდება პასუხისმგებლობა. როგორ იქცეოდა იქ თქვენი კოლეგა პარლამენტის წევრი, ეს არის მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს, რადგან პარლამენტის წევრი უნდა იყოს კანონის დაცვის მაგალითი. ვიდრე გახარიას მოსვლას მოითხოვთ, იქამდე თუ იმის შემდეგ, საჭიროა სწრაფი, დაუყოვნებლივი რეაგირება მომხდარზე. ოპოზიციაში ხართ თუ ხელისუფლებაში, ხელწერა არ გეცვლებათ, ერთნაირად იქცევით, ხალხნო, რა მოგწონდათ და რა მოგეწონათ იმ საქციელში“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















