გიორგი კვირიკაშვილი გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა უხდის

საქართველო, თბილისი - 11:34 | 10.12.2018
ნანახია: 591

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ფეისბუქში“, თავის გვერდზე წერს.

„ჩვენ ხშირად გვქონია განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები, თუმცა ამას არასოდეს შეუშლია ხელი, რომ გვეთანამშრომლა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების ირგვლივ ერთიანი პოზიციების შესამუშავებლად. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ვაღწევდით შეთანხმებას, ამ პროცესში მუდმივად მქონდა განცდა, რომ ინსტიტუციური თანამშრომლობის დადებითი გამოცდილების შექმნის სურვილი იყო ორმხრივი და სახელმწიფო ინტერესის დაცვა იყო ჩვენი საერთო პრიორიტეტი.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ასევე დღეს უკვე როგორც რიგითმა მოქალაქემ, მინდა, მადლობა გადავუხადო გიორგი მარგველაშვილს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე