გიგი წერეთელი სერგეი ლავროვს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 11:18 | 07.12.2018
ნანახია: 2703

6 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე გიგი წერეთელი მილანში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს სხდომის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთოევროპულ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, მათ ისაუბრეს პარლამენტების ურთიერთობის როლზე სახელმწიფოებს შორის ნდობის კრიზისის დასაძლევად და ეუთოს წევრი სახელმწიფოების კონსტრუქციული დიალოგისა და თანამშრომლობის შესახებ“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე