ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს - ქუცნაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:31 | 05.12.2018
ნანახია: 911

ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა.

„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გადაწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართელოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში  გაიმართება.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე