მესიამოვნა ინფორმაცია თქვენი პრეზიდენტად არჩევის შესახებ - ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:11 | 05.12.2018
ნანახია: 763

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს.

"ძალიან მესიამოვნა ინფორმაცია თქვენი პრეზიდენტად არჩევის შესახებ. ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმდენად, რამდენადაც ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ქართველმა ხალხმა პირდაპირი წესით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი. ძალიან კარგად მახსოვს ჩვენი შესანიშნავი თანამშრომლობა, როდესაც თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანდებოდით.

გთხოვთ, დარწმუნებული ბრძანდებოდით, რომ ვენეციის კომისია მუდამ მზად იქნება, დაუჭიროს მხარი საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, განახორციელოს რეფორმები ევროპული ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. გისურვებთ წარმატებას თქვენს სამომავლო საქმიანობაში", - აღნიშნულია ჯანი ბუკიკიოს წერილში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე