არავინ აპირებდა ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 14:03 | 05.12.2018
ნანახია: 708

არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.

„თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდათ იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს, თელავში გაიმართება. აღნიშნული ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე