პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:50 | 05.12.2018
ნანახია: 837

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოეთის ქვეყნების დელეგაციებიც იქნება მოწვეული.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე