გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ - მაიკ პომპეო

საქართველო, თბილისი - 12:28 | 05.12.2018
ნანახია: 797

აშშ და ნატო- ს მოკავშირეები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, -ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

"ჩვენ ვაფასებთ მათ კონტრიბუციას და თანამშრომლობას და გვახარებს ის პროგრესი, რომელიც ნატო-ს ღირებულებებისა და სტანდარტების შესრულების კუთხით საქართველოს და უკრაინას აქვთ", - წერს პომპეო.

აღსანიშავია, რომ 4 დეკემბერს ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

მოკავშირეებთან ერთად განხილული იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეფორმებთან დაკავშირებული საკითხები.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე