საარჩევნო კამპანიის პროცესში გამოიკვეთა ხელისუფლების ალიანსი პრორუსულ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან -,,თავისუფალი დემოკრატები"

საქართველო, თბილისი - 16:36 | 04.12.2018
ნანახია: 839

,,თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლების პრორუსულ ძალებთან „სახიფათო ალიანსზე“ საუბრობს. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში აგამოიკვეთა ხელისუფლების ალიანსი ღიად პრორუსულ, ანტიდასავლურ პოლიტიკურ ძალებთან.

„ამ მხრივ, არსანიშნავია რამდენიმე დღის წინ მოსკოვიდან დაბრუნებული „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობით და ხელისუფლების აშკარა ხელშეწყობით თბილისის ცენტრში ჩატარებული მრავალათასიანი დემონსტრაცია და მიტინგი, რომლის მიზანი იყო არჩევნების მეორე ტურის წინ “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერა და ოპოზიციასთან შეურიგებელი დაპირისპირების გაღრმავება. ღიად პრორუსული ფიგურების გამოსვლები არ აკლდა არც ხელისუფლების სხვა მხარდამჭერთა მიერ ორგანიზებულ აქციებს. ეს ყვალაფერი მეტყველებს სახიფათო ალიანსზე  “ქართული ოცნების” ხელისუფლებასა და პრორუსულ ძალებს შორის,  რაც სულ უფრო თვალსაჩინო ხდება“, - წერია განცხადებაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე