ზურაბიშვილს პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, მის მოქალაქეობრივ უფლებას, დავიცავ - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 15:15 | 04.12.2018
ნანახია: 818

სალომე ზურაბიშვილს დიდი სიამოვნებით მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილისშვილების გაჩენას, - განუცხადა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

მისი შეფასებით, საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა.

„სალომე ზურაბიშვილს, დიდი სიამოვნებით, მივულოცავ დაბადების დღეს, შვილების გაბედნიერებას, შვილისშვილების გაჩენას, მაგრამ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა. ჩატარდა კრიმინალური ტერორისა და მასთან შეზრდილი კორუმპირებული ბიუროკრატიისა და ოლიგარქის სპეცოპერაცია ტოტალური გაყალბებითა და ტოტალური ზეწოლით. შესაბამისად, ჩვენ ამ არჩევნებს არ ვცნობთ ჩატარებულად და არასოდეს ვაღიარებთ შედეგებს. გამომდინარე აქედან, საქართველოს არა ჰყავს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ჰყავს მარტო ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ პრეზიდენტობას ვერ მივულოცავ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, მის მოქალაქეობრივ უფლებას, დავიცავ“, - განაცხადა ვაშაძემ


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე