უკრაინის ომბუდსმენმა, პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს, პირდაპირ ეთერში გონება დაკარგა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:45 | 04.12.2018
ნანახია: 743

უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ ტელეარხ ICTV-ის ეთერში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს გონება დაკარგა.

დენისოვა უგონოდ იმ დროს დაეცა, როდესაც ქერჩის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილებოდა.

„დავინახეთ მთელი მსოფლიოს ელვისებური რეაქცია“, - ამბობდა პოროშენკო, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ დენისოვა დაეცა, მისკენ გაემართა. სტუდიაში მყოფებმა დენისოვა წამოაყენეს, პოროშენკომ კი ხელი მოკიდა და სტუდიიდან გაიყვანა.

ამის შემდეგ წამყვანმა განაცხადა, რომ დენისოვა პროფესიონალი ექიმების ხელში იყო.

„რა დატვირთვით უწევს მუშაობა უფლებათა დამცველს ლუდმილა დენისოვას... მუშაობს დღე-ღამეში 20 საათის განმავლობაში, იმისთვის, რომ გათავისუფლდნენ უკრაინელი მეზღვაურები“ - განაცხადა პოროშენკომ სტუდიაში დაბრუნების შემდეგ.  

მან ამ სამუშაოს მძიმე ჯვარი უწოდა და აუდიტორიას სთხოვა დენისოვასთვის თანადგომა აპლოდისმენტებით გამოეხატათ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე