რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით საქართველომ კოლოსალური შეცდომა დაუშვა - მარია ზახაროვა
საქართველო, თბილისი - 14:00 | 30.11.2018 ნანახია: 908
რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტით საქართველომ კოლოსალური შეცდომა დაუშვა, - ამის შესახებ რუსეთის საგსრეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების კომენტირებისას განაცხადა.
„თქვენ უნდა იცოდეთ ამ შეკითვაზე პასუხი, თვითონ ახსენეთ, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ამ მხრივ ის ყველასთვის კარგად ცნობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ველოდოთ, ეს შეკითხვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართით არ არის“, - განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვაზე იმის შესახებ ჰქონდა თუ არა საქმე ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ზურაბიშვილთან და რა მოლოდინი შეიძლება იყოს საქართველოს ასეთი არჩევანის შედეგად.
„ჩვენ ჩვენს პოზიციაზე ვდგავართ, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხში. დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის ინიაციატორი რუსეთი არ ყოფილა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს იყო კოლოსალური შეცდომა, რომელიც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლბამ დაუშვა“, - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ასეთი მდგომარეობის გამო ორი ქვეყნის ხალხი ზარალდება. „ურთიერთობა გრძელდება ორ ხალხს შორის, მაგრამ ეს ურთიერთობა ძალიან გართულებულია სახელმწიფოებს შორის ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო“, - დასძინა ზახაროვამ.
სალომე ზურაბიშვილმა BBC -ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებების გამო ახლა მასთან მეგობრობის დრო არ არის. როგორც ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, საქართველო პროევროპულ პოზიციას იკავებს და თუ დასავლელი პარტნიორები ევროპისა და ამერიკის სახით, რუსეთთან დიალოგის მომხრეები იქნებიან, საქართველო განზე არ გადგება და მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების თანადგომითა და ხელმძღვანელობით შედგება.
პოლიტიკა
- გიორგი ბახუაშვილის სუს-ში გადაყვანა მეტყველებს იმ არაჯანსაღ გარემოზე, რომელიც სამართალდამცავ სისტემაში არსებობს - გიორგი სიორიძე
- სიძულვილის ენამ იკლო, რეციდივისტებს ალბათ არაფერი ეშველებათ, მაგრამ მათზე აყოლილები დაფიქრდებიან და დაუბრუნდებიან ქართულ კულტურას, სწორედ ეს არის ბაზისი ევროპული კულტურის - შალვა პაპუაშვილი
- ვერც ირაკლი კირცხალია და ვერც სხვები ვერ დაიმალებიან მამუკა მდინარაძის კალთის ქვეშ - გიგა ფარულავა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი რასაც ნატო-სთვის აკეთებს, შესანიშნავია, ის აღწევს იმას, რასაც პრეზიდენტები ჯერ კიდევ ეიზენჰაუერის დროიდან ცდილობდნენ - აშშ-სა და ევროპას შორის თავდაცვის ხარჯების გათანაბრებას - მარკ რუტე
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა გრინ პლანეტი“ სოციალური დიზაინის დღეების მხარდამჭერია
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















