ავლაბრის სასახლეს ალბათ რაღაც დატვირთვა ექნება - დიმიტრი ცქიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:33 | 30.11.2018
ნანახია: 765

არ ვიცი რა ბედი ეწევა ავლაბრის სასახლეს, რადგან ძალიან რთულია, მოუძებნო განსხვავებული ფუნქცია ამ შენობას. თუმცა, ალბათ, რაღაც დატვირთვა ექნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, ახალი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ორბელიანის სასახლეში სამუშაოდ შესვლის შემდეგ, რა განთავსდება პრეზიდენტის ამჟამინდელ სასახლეში.

„არ ვიცი, მართალი გითხრათ რა ბედი ეწევა ავლაბრის სასახლეს, რადგან ძალიან რთულია, მოუძებნო განსხვავებული ფუნქცია ამ შენობას. თუმცა, ალბათ, რაღაც დატვირთვა ექნება. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი საპრეზიდენტო ინსტიტუტი თავისი შეზღუდული უფლებამოსილებით არ საჭიროებს ამხელა შენობას. ამ შემთხვევაში, უზარმაზარი ხარჯებია, რომელიც შეიძლება დღევანდელი ბიუჯეტით ვეღარც კი დაფაროს პრეზიდენტის ინსტიტუტმა. ამიტომაც, უფრო მოკრძალებული შენობა, მასშტაბებით მოკრძალებული და არა თავისი შინაარსით იქნება უფრი მისაღები. ალბათ ჩამოვყალიბდებით, ავლაბრის სასახლეს რა ბედი ეწევა“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა დაადასტურა, რომ ავლაბრის სასახლეში შესვლას არ აპირებს და პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე იქნება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე