სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი პირველი ვიზიტი ევროპაში იქნება

საქართველო, თბილისი - 14:38 | 29.11.2018
ნანახია: 780

ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, -  განაცხადა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„არავისთვის მოულოდნელი არ იქნება, რომ ჩემი პირველი ვიზიტი იქნება ევროპაში, იქნება ბრიუსელში, ბერლინსა და პარიზში და ის ბალტიის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტმა ქალმა მომილოცა პირველმა, გაპრეზიდენტება გუშინ ღამით“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა საპატრიარქოში, პატრიარქ ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მას პატრიარქმა დაურეკა, გამარჯვება მიულოცა და სთხოვა მისულიყო.

28 ნოემბერს, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეებმა ექვსწლიანი ვადით მეხუთე პრეზიდენტი აირჩიეს. წინასწარი შედეგებით, სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 59,52% (1147627 ხმა), ხოლო გრიგოლ ვაშაძე – 40,48%–ს (780633ხმა).მეორე ტურში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 შედგენდა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში ამომრჩეველთა რაოდენობა  3 518 877-ს შეადგენდა. არჩევნები ქვეყნის მასშტაბით 3 703 საარჩევნო უბანი იყო გახნისლი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი იყო.

ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი გზით აირჩია. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი  კონსტიტუციის ახალი რედაქცია თავისი ერთ-ერთი წინააღმდეგობრივი ცვლილებით – პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესით,  შევა ძალაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე